ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ქიმიის დარგში


პრემია ამერიკელებს რობერტ ლეფკოვიცსა და ბრიან კობილკას გადაეცათ

2012 წლის ნობელის პრემია ქიმიის დარგში ამერიკელებს რობერტ ლეფკოვიცსა და ბრიან კობილკას გადაეცათ.

სტოკჰოლმში, შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ პრესტიჟული პრემიის ლაურეატების შესახებ დღეს გააკეთა განცხადება.

ლეფკოვიცმა და კობილკამ აღიარება იმ კვლევისთვის დაიმსახურეს, სადაც ისინი ორგანიზმზე მედიკამენტების მოქმედების შესასწავლად ჯი პროტეინის შემცველ რეცეპტორებს სწავლობდნენ.

ლეფკოვიცი ჩრდილოეთ კაროლინის დიუკის უნივერსიტეტის, კობილკა კი კალიფორნიის შტატში სახელგანთქმული სტენდორდის პროფესორია.
XS
SM
MD
LG