ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ორ ამერიკელს გადაეცა


ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ორ ამერიკელს გადაეცა

2011 წლის ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში ორ ამერიკელს - ტომას სარგენტსა და ქრისტოფერ სიმს გადაეცათ. მათ ერთობლივი კვლევა დაწერეს, რომელიც მთავრობის მიერ პოლიტიკის შემუშავებასა და ეკონომიკურ მდგომარეობას შორის არსებული კავშირს სწავლობდა.

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ორ ამერიკელ პროფესორს ჯილდო მაკროეკონომიკის მასშტაბური კვლევისთვის გადასვა. მათ ახალი მეთოდები შეიმუშავეს, რომლებითაც იმის დადგენა იქნება შესაძლებელი, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს საპროცენტო განაკვეთის ან საგადასახადო შეღავათების დროებით გაზრდას.

პროფესორი სარგენტი ნიუ იორკის უნივერსიტეტში ასწავლის, სიმსი კი პრინსტონის უნივერსიტეტში. ისინი ორივე 68 წლის არიან და კვლევა 1970-80-ან წლებში დაწერეს.

XS
SM
MD
LG