ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის მშვიდობის პრემია სექსუალურ ძალადობასთან მებრძოლებს გადაეცემათ


2018 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში ორ ადამიანს გადაეცემა, "მათი ძალისხმევისთვის, ბოლო მოეღოს შეიარაღებულ კონფლიქტში სექსუალური ძალადობის ბრძოლის იარაღად გამოყენებას". სტოკჰოლმის სამეფო აკადემიის მიერ დღეს გახმაურებული გადაწყვეტილებით, ესენი არიან დენის მუკვეგე - კონგოელი გინეკოლოგი და ნადია მურადი, იეზიდი უფლებადამცველი, რომელიც თავად იმყოფებოდა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ტყვეობაში.

მუკვეგე ათ წელზე მეტია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის. მას კონგოში რამდენიმე საავადმყოფო აქვს გახსნილი, სადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებს მკურნალობენ. ნობელის კომიტეტის განცხადებით, მუკვეგეს დევიზია: "სამართალი ყველას საქმეა".

იეზიდი ნადია მურადი ერაყში, ქურთების დასახლებიდან 2014 წელს დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" გაიტაცა. ის გასულ წელს გაათავისუფლეს. ნადიამ "უარყო სოციალური კოდექსი, რომელიც ქალებისგან გაჩუმებას ითხოვს და ქალებს მათზე განხორციელებული ძალადობის გამო არცხვენს". ნადია სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი გახდა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლის სახელით, დანარჩენი ქალების უფლებებსაც თავდადებით იცავს.

ნობელის კომიტეტმა კვირის განმავლობაში უკვე დაასახელა გამარჯვებულები მედიცინის, ფიზიკის და ქიმიის დარგში. ლიტერატურაში წელს ნობელი არ გაიცემა, რადგან გადაწყვეტილების მიმღებ ჯგუფში სკანდალია სექსუალური შევიწროების ბრალდებით. მომდევნო კვირაში გამოცხადდება გამარჯვებული ეკონომიკურ მეცნიერებათა დარგში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG