ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის კომიტეტმა ფიზიკის დარგში გამარჯვებულები დაასახელა


ფიზიკის დარგში ნობელის წლევანდელი პრემია სამ მეცნიერს გადაეცემა. ესენი არიან: არტურ აშკინი (აშშ), ჟერარ მორო (საფრანგეთი) და დონა სტრიკლენდი (კანადა).

შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებით, პრესტიჟული ჯილდო მეცნიერებმა "ლაზერული ფიზიკის დარგში გაკეთებული გარდამტეხი აღმოჩენისთვის" დაიმსახურეს. ნობელის კომიტეტის განმარტებით, ამ მეცნიერებმა "სინათლის ხელსაწყოები" შექმნეს, რითაც გზა გაუკვალეს სრულიად ახალ, შეუსწავლელ სფეროს, რომელიც თავის მხრივ კვლევის სრულიად ახალ მიმართულებას განავითარებს ინდუსტრიის და მედიცინის მიმართულებით.

აკადემიის კომიტეტი ამერიკელ მეცნიერს მილიონი დოლარის ოდენობის პრიზის ნახევარს აძლევს, დანარჩენი ორი მკვლევარი კი თანხის მეორე ნახევარს გაიყოფს. აშკინის დამსახურება ერთგვარი ოპტიკური მაკრატლის შექმნით განისაზღვრა, რომელიც ფიზიკური სხეულების გადასაადგილებლად სინათლის სხივის წნევას იყენებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG