ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქართველმა პარამოფარიკავემ ვერცხლის მედალი მოიპოვა


ნინო თიბილაშვილი
ნინო თიბილაშვილი

ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპიურ თამაშებზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

თიბილაშვილი ფინალურ ეტაპზე ჩინელ მეტოქე ბიან ძინთან ანგარიშით 7:15 დამარცხადა.

მანამდე კი ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია.

მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.

ტოკიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე, ეს საქართველოს დელეგაციის მიერ მოპოვებული პირველი მედალია. ტოკიოს პარალიმპიური თამაშები გუშინ დაიწყო. საქართველო 14 პარასპორტსმენით, სპორტის 6 სახეობაშია წარმოდგენილი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG