ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიგერიაში ძლიერი აფეთქება მოხდა


ნიგერიაში ძლიერი აფეთქება მოხდა
ნიგერიაში ძლიერი აფეთქება მოხდა

ნიგერიის ოფიციალური პირები აცხადებენ რომ ქვეყნის დედაქალაქში აბუჯაში ხალხმრავალ ბაზარში ნაღმი აფეთქდა.

პოლიციის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად აფეთქებისას დაიღუპა 4 და დაიჭრა 13 ადამიანი. თუმცა ნიგერიის ტელევიზიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აფეთქებამ 30 ადამინის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ აფეთქება ახალი წლის საზეიმო ცერემონიალის დროს მოხდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.

ნიგერიის პრეზიდენტმა ჯონატან გუდლაკმა ქვეყნის რადიკალ ისლამსიტთა დაჯგუფებას ბოკო ჰარამს დასდო ბრალი.

დაჯგუფებამ შობის ღამეს ქალაქ ჯოში რამდენიმე ქრისრიანულ ტაძარზე განხორციელებულ თავდასხმებზე აიღო პასუხისმგებლობა.

XS
SM
MD
LG