ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიკოლსონი ამერიკის სტრატეგიის წარმატებაზე საუბრობს


გენერალი ჯონ ნიკოლსონი
გენერალი ჯონ ნიკოლსონი

ავღანეთში "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის სარდალი, გენერალი ჯონ ნიკოლსონი აცხადებს, რომ მიუხედავად ცვლილებების არქონისა ბრძოლის ველზე და თალიბანის ბოლოდროინდელი აქტიურობისა, ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიას ავღანეთში პროგრესი ახლავს.

გასულ წელს, პრეზიდენტმა ტრამპმა ავღანეთში აშშ-ის ჯარების პირობითი განლაგება გამოაცხადა, რაც ავღანური ჯარების დახმარებას ისახვდა მიზნად.

ჟურნალისტებთან ვიდეო მიმართვისას, ნიკოლსონმა აღნიშნა, რომ ამ მიდგომამ "მტრის გათვლებზე იმოქმედა და მას შერიგებისკენ უბიძგა". მან დასძინა, რომ ახლა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა მშვიდობის მისაღწევად და რომ ქვეყნის პრეზიდენტი ამ მომენტის გამოყენებას ცდილობს.

ამასობაში, ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი აპირებს პასუხისმგებლობა დააკისროს იმ მეამბოხეებს, რომლებმაც ბოლო დროს სარაკეტო თავდასხმები განახორციელეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG