ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ზელანდიის მთავრობა ცეცხლსასროლ იარაღზე შეზღუდვებს აწესებს


ახალი ზელანდია მზად არის აკრძალოს ყველა, სამხედრო ტიპის ნახევრად ავტომატური და ავტომატური საიერიშო შაშხანა. მსგავსი იარაღ ქრაისტჩარჩის მეჩეთზე თავდასხმის შემდეგ ამოიღეს, სადაც ამ იარღით ეჭვმიტანილმა 50 ადამიანი მოკლა.

ხუთშაბათს, ახალ ზელანდიელი პარლამენტარების ჯგუფს წარუდგინეს პეტიციები, რომელიც ნახევრად ავტომატური იარაღის აკრძალვას და იარაღის რეკლამაზე კონტროლის გაზრდას ითხოვს. მწვანე პარტიის თანა-ლიდერმა განაცხადა, რომ 70 ათასმა ადამიანმა პეტიციებს ხელი უკვე მოაწერა. მოელიან, რომ პარლამენტი აკრძალვას მომავალ თვეში დაამტკიცებს.

აკრძალვა ასევე მოიცავს დიდი მოცულობის მჭიდებს, რომლებსაც ბევრი ვაზნის დატევა შეუძლია და დამატებით მოწყობილობებს, რომლებსაც ჩვეულებრივი შაშხანის, სწრაფმსროლ საიერიშო შაშხანად გადაკეთება შეუძლია. პრემიერ-მინისტრმა ჯესინდა არდერნმა განაცხადა, რომ არსებობს ბრძანება, რომელიც ნახევრად ავტომატური საიერიშო შაშხანების ქონას დაუყოვნებლივ ზღუდავს.

პრემიერ-მინისტრმა თქვა, „ამის შედეგი ის იქნება, რომ პოლიციისგან ნებართვის მიღების გარეშე, ამ იარაღს ვერავინ შეიძენს. შემიძლია ხალხი დავარწმუნო, რომ ასეთი ნებართვის მისაღები განაცხადის შეტანას აზრი არ აქვს.“

ახალ ზელანდიაში პარასკევს დუმილის წუთი იქნება, სწორედ იმ დროს, როდესაც ალ-ნურის მეჩეთი სალოცავად გაიღება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG