ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპს სურს შტატებს ზოგიერთი მასწავლებლის შეიარაღებაში დაეხმაროს


კვირას თეთრმა სახლმა პირობა დადო, რომ დაეხმარება ცალკეულ შტატებს, რათა ზოგიერთი მასწავლებლისთვის „ცეცხლსასროლი იარაღის ხმარების სრულყოფილი სწავლების“ უზრუნველყოფა მოხდეს. მან ასევე მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც იარაღის ყიდვისთვის, პირადი ისტორიის შემოწმების ფედერალურ სისტემას გაამკაცრებს, თუმცა უარი თქვა შაშხანის ყიდვისთვის მინიმალური ასაკის გაზრდაზე, რასაც მხარდაჭერა ადრე პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუცხადა.

ჟურნალისტებთან სატელეფონო კონფერენციაზე ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ ტრამპი შტატებს დაჟინებით მოუწოდებს, სამართალდამცავებს მისცენ უფლება, დროებით ჩამოართვან იარაღი ან შეძენაში შეუშალონ ხელი მათ, ვინც საშიშროებას წარმოადგენს. პრეზიდენტი ფსიქიური ჯანმრთელობის პროგრამების გაფართოებასაც უჭერს მხარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG