ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პირადობის მოწმობები ნიუ იორკელებისთვის


ნიუ იორკში შესაძლოა დამტკიცდეს კანონი, რომელიც ნიუ იორკში მცხოვრებ არალეგალ ემიგრანტებს აიდი ბარათებით უზრუნველყოფს

ნიუ იორკში, ქალაქის მერიის მახლობლად საემიგრაციო რეფორმის მხარამჭერებმა აქცია გამართეს, რომელსაც ორგანიზატორებმა „მოქმედების ეროვნული დღე“ უწოდეს.
ნიშა აგარვალი ნიუ იორკის საემიგრაციო კომისარია და ქალაქის მერს ბილ დე ბლასიოს წარმოადგენს. მის პოლიტიკურ კარიერაში საემიგრაციო რეფორმის საკითხს ცენტრალური ადგილი უკავია.

„ აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რომ მხარი დავუჭიროთ და დავიცვათ ნიუ იორკის არჩევანი, რომელიც ემიგრანტის თანასწორუფლებიანობას ნიშნავს . იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხში მთელი ქვეყანა მოგვბაძავს.“

კარლოს მენჩაკა ნიუ იორკის მერიაში საემიგრაციო სამსახურს ხელმძღვანელობს. მისმა სამსახურმა დააფინანსა კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში ყველა ნიუ იორკელს ქალაქის მუნიციპალიტეტი აიდი ბარათს დაუბეჭდავს.

ახალი კანონი დაეხმარება ნიუ იორკში მცხოვრებ ადამიანებს ჩრდილიდან გამოვიდნენ და პირადობის მოწმობა აიღონ. თუ თქვენ ნიუ იორკში ცხოვრობთ და პირადობის მოწმობის აღება გსურთ, მოგვმართეთ და ამ ბარათს მიიღებთ.“

ბაკარი ტსანდია საემიგრაციო რეფორმის მხარდამჭერია. იგი ამბობს, რომ ახალი აიდი ბარათები აფრიკული დიასპორის წევრებსაც დაეხმარება;

თუ შენ უსაბუთო ხარ ან ვადაგასული პირადობის მოწმობა გაქვს, ვერც საბანკო ანგარიშს გახსნი და ვერც ქვეყანაში გადაადგილდები. უბრალოდ არ გაქვს საშუალება, ნორმალურად იცხოვრო.“

ნიუ იორკის აიდი ბარათის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ახალი პირადობის მოწმობა ეკონომიკის სფეროს განვითარების გარდა, ემიგრანტებს ცხოვრებას სხვა მხრივაც შეუმსუბუქებს. უსაბუთო ემიგრანტს ხომ ამერიკაში უამრავი პრობლემა ექმნება: მართვის მოწმობის აღება იქნება ეს, თუ საკუთარი შვილის სკოლის შენობაში შესვლა. ნიუ იორკში ბრონქსის ერთერთი თემის ლიდერმა აბროურაზაკაუ ბოვამ სკოლის მოსწავლეები ღონისძიებაზე წაიყვანა, სადაც პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ:

ამერიკაში დაბადებული ვინც იყო შეუშვეს, მაგრამ ვისაც ამერიკული პირადობის მოწმობა არ ქონდა, გარეთ დარჩა. ეს ყველაფერი აიდი ბარათის გამო მოხდა. ბავშვებს გული ძალიან დაწყდათ.“

თუმცა ნიურ იორკში ახალი აიდი ბარათების შემოღებას ბევრი მოწინააღმდეგეც ყავს. პიტერ კატელანესი ნიუ იორკის საემიგრაციო კონტროლისა და აღსრულების სააგენტოს თანამშრომელია და უსაბუთო ემიგრანტების მიმართ კატეგორიული დამოკიდებულებით გამოირჩევა:

„ ამერიკაში არ უნდა ცხოვრობდეს ადამიანი, ვინც ქვეყანაში ყოველგვარი უფლების გარეშე შემოვიდა. ეს იგივეა, რომ არ მინდოდეს ჩემს სახლში ვინმე უცხომ იცხოვროს. ჩემი აზრით, ამაში ბევრი ამერიკელი დამეთანხმება.“

ანალიტიკოსების აზრით, ნიუ იორკის მერიაში ახალი აიდი ბარათების კანონი დამტკიცდება და ქალაქის მერი დე ბლასიო მას უახლოეს მომავალში ხელს მოაწერს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ კონგრესმა საემიგრაციო კანონის დამტკიცება რამდენიმე თვით შეაჩერა და მისი განხილვა არც შუალედურ არჩევნებამდეა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG