ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იემენელ მამაკაცს ამერიკაში ტერორიზმის ბრალდება წაუყენეს


ორშაბათს ამერიკაში მცხოვრებ წარმოშობით იემენელ მამაკაცს დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” ხელშეწყობის ბრალდება წაუყენეს. 37 წლის მოჰამად რაფიკ-ნაჯი ქალაქ ნიუ-იორკის მკვიდრია. ფედერალურ სასამართლოში წაყენებულ ბრალდებებს შორის, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის მგავსი იერიშის, თაიმს-სქვერზე მოწყობის მხარდაჭერაც არის.

პროკურორების განცხადებით, ბრალდებული თურქეთში და იემენში გაემგზავრა, სადაც დაჯგუფების წევრებთან კავშირის დამყარებას ცდილობდა. საქმეში ასევე ფიგურირებს სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” განთავსებული გზავნილები, რომლებშიც მოჰამად რაფიკ-ნაჯი დაჯგუფება “ისლამური სახელმწფოს” მხარდაჭერას გამოხატავს.

XS
SM
MD
LG