ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ ჩინური კომპანიების ინდექსიდან ამოღების გადაწყვეტილება შეცვალა


ნიუ-იორკის საფონდო ბირჟა აცხადებს, რომ აღარ აპირებს შეასრულოს ბირჟის ინდექსიდან სამი ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანის ამოღების გეგმა, რომელიც შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო განკარგულების შესაბამისად იყო შედგენილი.

ორშაბათს, ბირჟამ თავის ვებ-გვერდზე გამოაცხადა, რომ მარეგულირებლებთან “შემდგომი კონსულტაციების” შემდეგ, თავისი წინა გადაწყვეტილება შეცვალა.

გასულ ხუთშაბათს, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟამ განაცხადა, რომ ტრამპის მიერ ნოემბერში გამოცემული განკარგულების თანახმად, “ჩაინა ტელეკომ კორპ ლიმიტედს", “ჩინა მობაილ ლიმიტედს” და “ჩაინა უნიკომ ჰონგ-კონგ ლიმიტედს” ინდექსიდან ამოიღებდა. პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, ამერიკულ კომპანიებს და კერძო პირებს ინვესტიციების ჩადება ეკრძალებათ, სულ მცირე, 31 ჩინურ კომპანიაში, რომლებიც ჩინეთის სამხედრო უწყებასთან არის დაკავშირებული.

შაბათს ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გაფრთხილება გამოთქვა, რომ პეკინს შეეძლო თავისი კომპანიების დასაცავად “საჭირო საპასუხო ზომებისთვის” მიემართა.

XS
SM
MD
LG