ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუავეისთან" აშშ-ის კომპანიების თანამშრომლობის ბედი ისევ გაურკვეველია


ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიები ცდილობენ გაარკვიონ, თუ ჩინურ ტელეკომუნიკაციების გიგანტ, „ჰუავეი ტექნოლოჯის კომპანისთვის“ საკუთარი პროდუქციის მიყიდვის საკითხში როგორი მდგომარეობა აქვთ იმის გათვალისწინებთ, რომ იაპონიაში, დიდი ოცეულის შეხვედრაზე, პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის მიმართ დათმობებზე წავიდა.

გასულ უქმეებზე ტრამპმა გამოაცხადა, რომ უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთების გამო ადრე გაკეთებული განცხადების მიუხედავად დათანხმდა, რომ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა ფირმებმა „ჰუავეისთვის“ მიყიდვები გააგრძელონ. სამშაბათს, თეთრი სახლის სავაჭრო მრჩეველმა შეამცირა იმის მნიშვნელობა თუ ადმინისტრაცია რას დათანხმდა და თქვა: „შეერთებულმიაი შტატები ნებას დართავს “ჰუავეის“ მიკროსქემები მიყიდონ, ეს დაბალტექნოლოგიური ნაწარმია,, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებაზე არანაირ გავლენას არ მოახდენს."

გაურკვევლობას ისიც დაემატა, დეპარტამენტის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა, სააგენტოს ექსპორტის ზედამხედველობის თანამშრომლებს ამ კვირაში უთხრა, რომ „ჰუავეის“ ისევ ისე უნდა მოექცნენ, როგორც „შავ სიაში“ მყოფს.

ამერიკულ პროდუქციაზე „ჰუავეის“ წვდომასთან დაკავშირებულ გაურკვევლობაში ტექნოლოგიური კომპანიები მოხვდნენ, კერძოდ კი ნახევარგამტარების ინდუსტრია. ინდუსტრიის ხელმძღვანელები ვაჭრობის დეპარტამენტისგან მეტ დეტალებს ელიან იმის შესახებ, თუ რა შეუძლიათ მიყიდონ „ჰუავეის“ და რა არა.

განვითარებადი პოლიტიკა

კევინ ვოლფი, იურიდიული კომპანია „აკინ გამპის“ პარტნიორი და ვაჭრობის დეპარტამენტის ყოფილი ოფიციალური პირი, რომელიც ტექნოლოგიურ ფირმებს კონსულტაციებს უწევს ამბობს, რომ „იურიდიული თვალსაზრისით არაფერი შეიცვალა“.

მაისში ტრამპის ადმინისტრაციამ „ჰუავეი“ აკრძალვის სიაში შეიყვანა და ამის მიზეზად ეროვნული უსაფრთხოების საკითხზე შეშფოთება მოიყვანა, რომელიც მეხუთე თაობის „ჭკვიანი მოწყობილობებისთვის“ ამ კომპანიის ტექნოლოგიას უკავშირდება.

ამერიკულ კომპანიებს, რომელთაც „ჰუავეისთვის“ ტექნოლოგიის მიყიდვა სურთ, ამის გასაკეთებლად ლიცენზია უნდა ითხოვონ. ადმინისტრაციამ ამერიკული მობილური ტელეფონების კომპანიებისთვის და მაღალ სიჩქარიანი ინტერნეტის მიმწოდებლებისთვის, აგვისტოს შუა რიცხვებამდე გამონაკლისი დაუშვა რათა „ჰუავეისთან“ მის, უკვე არსებულ პროდუქტებზე იმუშაონ.

იმავდროულად, „ნიუ იორკ თაიმსის“ თანახმად, ნახევარგამტარების ზოგიერთი კომპანია, როგორიცაა „ინტელი“, „ჰუავეისთვის“ პროდუქციის მიყიდვას ლიცენზიის ან გამონაკლისის დაშვების გარეშე აგრძელებდა. სტატიაში ნათქვამია, რომ კომპანია ამას იმით ხსნის, რომ ექსპორტირებული ტექნოლოგია შეერთებული შტატების გარეთ იყო დამზადებული, ან ეს ტექნოლოგია ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს არ წარმოადგენდა.

ინდუსტრიის დამკვირვებლები და მრჩევლები ამბობენ, რომ „ჰუავეის“ შესახებ ტრამპის ბოლო განცხადებასთან ერთად, ხანმოკლე პერსპექტივაში რამდენიმე სცენარის განვითარებაა შესაძლებელი.

„ჰუავეის“ სიიდან ამოიღებენ

ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ტრამპის ადმინისტრაციამ საკუთარი ბრალდება იმაზე ააგო, რომ კომპანია ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. კომპანია იმაში ამხილეს, რომ სავაჭრო საიდუმლოებებს იპარავდა და ირანისთვის ტექნოლოგიის გადაცემაზე შეერთებული შტატების აკრძალვას გვერდს უვლიდა. ასევე არსებობს ეჭვი, რომ „ჰუავეი“ ჩინეთის სადაზვერვო სამსახურის განშტოებაა, თუმცა შეერთებულ შტატებს ეს არასდროს დაუმტკიცებია.

ნათელი ხაზის გავლება

შესაძლოა ადმინისტრაციამ „ჰუავეისთვის“ იმ ამერიკული ტექნოლოგიის მიყიდვის გაგრძელების ნება დართოს, რომელიც ჩინური კონგლომერატის, ტელეფონების უკვე არსებული კლიენტებისთვის იქნება გამიზნული და არა ინფრასტრუქტურის აღჭურვილობის ან მეხუთე თაობის ქსელების შესაქმნელად. კონკრეტულ ტექნოლოგიებზე მისანიშნებლად, კომპანიების სია შესაძლოა გადაიხედოს.

ასეთ ნათელ ხაზს, სავარაუდოდ შეეძლება მიკროსქემების გაყიდვის ნებართვის დაშვება, მაგრამ არა პროგრამული უზრუნველყოფის ან სხვა ტექნოლოგიის, რასაც შეეძლება „ჰუავეის“ ტექნოლოგიის დიზაინი ასწავლოს, ამბობს ჯეიმს ლუისი, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი. მან თქვა: „სასურველი არ იქნება საწარმოო დანადგარების ან დიზაინის ინფორმაციის გადაცემა ვიხილოთ.

ლიცენზიისთვის ინდივიდუალური წესით მიმართვა

პოლ ტრიოლო, კვლევითი ფირმის, „ევრაზია გრუპის“ გეოტექნოლოგიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ამჟამად, „ჰუავეისთვის“ მიყიდვისთვის ლიცენზიის მოთხოვნისას, წინასწარ უარს უნდა ელოდე. მან თქვა, რომ შესაძლოა ახლა ამერიკულ კომპანიებს, რომელსაც „ჰუავეისთვის“ მიყიდვა სურთ, ეუბნებიან ლიცენზია მოითხოვონ და მას მიიღებენ, თუ ეროვნული უსაფრთხოებისთვის რისკს არ შეიცავს.

„ჰუავეის“ შესახებ პრეზიდენტის განცხადებამ ის აჩვენა, რომ „ჰუავეის“ და ასევე მისი კლიენტების და გლობალური მომარაგების ჯაჭვის ბედი, რომელიც „ჰუავეის“ ამარაგებს, ვაშინგტონსა და პეკინს შორის სავაჭრო მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG