ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში მკვლელობის გასახსნელად ჯილდო დააწესეს


მუსლიმთა დაცვის საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, ნიუ იორკში მუსლიმი სასულიერო პირის და მისი თანაშემწის მკვლელობის საქმის გახსნის დასახმარებლად 10 ათასი დოლარის ოდენობის ჯილდო დააწესა.

შაბათს, შუადღის ლოცვიდან გამოსულ 55 წლის იმამ მაულამა აკონჯის და 64 წლის თარა უდინს ქალაქის ქუჩაში ახლო მანძილიდან ესროლეს.

ამერიკულ-ისლამური ურთიერთობების საბომ განაცხადა, რომ ჯილდოს შესახებ ოფიციალურ განცხადებას დღეს გააკეთებენ.

პოლიციამ შეიარაღებული პირის ნახატი წარმოადგინა, რომელზეც მუქთმიანი, წვეროსანი, სათვალიანი მამაკაცია გამოსახული. შესაძლო მოტივის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ქალაქის ქვინსის რაიონის ოზონ პარკის უბანში განლაგებული მეჩეთის აქტივისტებმა დანაშაულს სიძულვილის ნიადაგზე მომხდარი უწოდეს.

XS
SM
MD
LG