ნიუ-იორკში, თაიმ სქვერზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი შეიჭრა. ნიუ-იორკის სახანძრო სამსახურის ცნობით, დაღუპულია 1 და დაშავებულია, სულ მცირე, 22 ფეხითმოსიარულე.
მომხდარზე გამოძიება ნიუ-იორკის პოლიციამ გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთად დაიწყო. ჯერ-ჯერობით ტერორიზმთან კავშირებზე არ საუბრობენ.
დაკავებულია მანქანის მძღოლი პოლიციის ინფორმაციით, 26 წლის მამაკაცს წარსულში მანქანის სიმთვარელეში ტარების ისტორია აქვს.
Facebook Forum