ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი ზელანდია, ავსტრალია და წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულები ის ადგილები იყო, სადაც 2018 წელი ყველაზე ადრე დადგა.

სიდნეის ყურის ხიდთან და ოპერის თეატრთან მილიონნახევრამდე ადამიანი შეიკრიბა ცისარტყელის ფერებიანი ფოიერვერკის საყურებლად, რომელიც ერთსქესიანი ქორწინების დაკანონებას მიეძღვნა.

ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში კი საახალწლოდ 400 წყვილი დაქორწინდა, მასობრივი საქორწინო ცერემონიის ხარჯი ხელისუფლებამ გაიღო.

ახალი წლის მოზეიმეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მსოფლიოს ქალაქებში, ზეიმის სამზადისის ფარგლებში, ასობით ათასი სამართალდამცავის, სამხედროს და უშიშროების თანამშრომლის მობილიზება მოხდა.

ნიუ-იორკში, თაიმს სქვერის უსაფრთხოებისთვის, ქალაქის ხელისუფლებამ ორსაფეხურიანი შემოწმება, სნაიპერები, ქუჩების გადაკეტვა და საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლები გამოიყენა. თაიმს სქვერზე ბროლის ბურთის ყოველწლიური დაშვების საყურებლად, დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი შეიკრიბა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG