ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებას აშშ ოპტიმიზმით უყურებს


" რადიო თავისუფლების" ფოტო
" რადიო თავისუფლების" ფოტო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეთ რუდის განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია თანხმდება, რომ დიალოგის ფორმატს იანვარში დაუბრუნდებიან.

„მივესალმები იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ ახალი წინადადება წარადგინა მოლაპარაკებების მაგიდასთან. მხარეებმა განიხილეს შემოთავაზება, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ დიალოგს იანვარში დაუბრუნდებიან,“ - განაცხადა ელიზაბეთ რუდმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მორიგი შეხვედრის შემდეგ 20 დეკემბერს.

ამ ფონზე, საქართველოში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი საარჩევნო სისტემის მოდელი "მიუღებელი და არასერიოზულია." ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც დღეს გავრცელდა. მათი აზრით, "სინამდვილეში, დღეს გაჟღერებული შემოთავაზებით, მმართველი გუნდი კიდევ უფრო შორს წავიდა და დაადასტურა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაც გააუქმოს."

არასამთავრობოების დასკვნით, ეს ინიციატივა არა კომპრომისის მიღწევას და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას, არამედ "სრულად პროპორციულ მოდელთან დაკავშირებით უკვე არსებული იმ რეგულაციის გაუარესებას იწვევს, რომელთან დაკავშირებითაც ქვეყანაში დიდი ხანია პოლიტიკური კონსესუსი არსებობს."

Facebook Forum

XS
SM
MD
LG