ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტიქიისგან დაზარებული ახალი ორლეანი ცოცხლდება


სტიქიისგან დაზარებული ახალი ორლეანი ცოცხლდება
სტიქიისგან დაზარებული ახალი ორლეანი ცოცხლდება

5 წლის წინ , 19 აგვისტოს ქარიშხალმა კატრინამ მექსიკის ყურის სანაპიროებთან მასიური წყალდიდობები გამოიწვია. სტიქიამ ძლიერ დააზიანა ქალაქი ახალი ორლეანი. კატრინამდე ქალაქში ნახევარი მილონი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი მოსახლეობა ერთი მესამედით შემცირდა.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი ორლეანი ნელ-ნელ უბრუნდება ჩვეულ რიტმს, ქალაქს ფეხზე წამოსადგომად კიდევ ბევრი სჭირდება.

ახლახანს ახალ ორლეანში ცნობილი რეჟისორის სპაიკ ლის ახალი დოკუმენტური ფილმის ჩვენება მოეწყო . ფილმის სახელწოდებაა „ღმერთის წყალობით მდინარე არ ადიდდება“, ახალი ფილმის ჩვენებამდე მაყურებელმა 4 წლის წინ გადაღებული სპაიკ ლის კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი იხილა. რომელიც სტიქიიდან ერთი წლის შემდეგ შეიქმნა. სტიქიის გამო იძულებით გადაადგილებული ფილის მონტანა ლებლანკი ორივე ფილმის გმირია , მისი თქმით:

- ბევრი გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ კვლავ ბევრი გადაუჭრელი პრობლემა რჩება. მაგალითად ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში საავადმყოფო არ აშენებულა , თუმცა უკვე 5 წელი გავიდა.

ქალაქის ახალი მერი მიჩ ლანდრიუ აღიარებს რომ არსებობს ბევრი პრობლემა, მაგრამ პროგრესი აშკარად შეიმჩნევა.

- ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ მყარად ვდგევარ ფეხზე. ცვენ ჭელში ვიმართებით. ხალხის მიერ გამოჩენილი სიმტკიცე კი დიდხანს ემახსოვრებათ.

ახალი ორლეანის ფრანგულ კვარტალსა და სხვა ტურისტულ ადგილებში ბიზნესი ამჯერად ყვავის. მუსიკა და ზღვის პროდუქტებით მდიდარი სამზარეულო ყველაზე მეტად იზიდავს ქალაქის სტუმრებს. თუმცა რესტორნის ბიზნესი მცირე ხნით შეფერხდა მექსიკის ყურეში ნავთობის ჭაბურღილის აფეთქებით გამოწვეული კატასტროფის გამო. რამდენიმე ხნის წინ სამთავრობო ისნპექციამ განაცხადა, რომ მექსიკის ყურეში მოპოვებული ზღვის პროდუქტი საკვებად უსაფრთხოა. ახალი ორლეანის ტურისტული სააგენტოს წარმოამდგენლის კელი შულცის განცახებით, ტურისტთა სიმრავლე ქალაქში იმედისმომცემია:

- წლევანდელი წელი არაჩვეულებრივად მიდიოდა. აპრილში მექსიკის ყურეში მომხდარი კატასტოფის გამო ტურისტების დაკარგვა არ გვინდოდა. ჩვენ დიდი სამუშაო გავწიეთ იმისთვის რომ აგვეხსნა ხალხისთვის ის რისთვისაც

ქალაქის მუნიციპალური სამსახურის განცხადებით, კატრინას შემდგომი ახლი ორლეანი ტურიზმიდან შემოსული თანხების გარდა სხვა ფინასებსაც საჭიროებს. ახალი ორლეანის პორტი , ნავთობი და ბუნებრივი აირი ეს შემოსავლის ის წყაროა, რომელმაც ფეხზე უნდა დააყენოს ქალაქი. თუმცა არის უბნები, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაშია.

მათში აღდგენითი სამუშაოები ნელი ტემპებით მიდის. ნანგრევები და ბალახით შეზრდილი მიწის ნაკვეთები, ამ ადგილზე ოდესღაც საცხოვრებელი სახლების არსებობაზე მიუთითებს. ახალი ორლეანის ე.წ. მეცხრე ზონა, სადაც მოსახლეობის დიდ ნაწილს საშუალო კლასის შავკანიანები შეადგენენ, განსაკუთრებით დაზარალებულია. მართალია მოსახლეობა ცდილობს საცხოვრებელი სახლების აღდგენას და დაცვას, მაგრამ კრიმინალური აქტივობის ფონზე ამის გაკეთბა ძლიან ძნელია. უკანასკნელმა გამოკითხვებმა ნათელყო, რომ დანაშაულებრივი აქტივობა ყველაზე მეტად აწუხებს მოსახლეობას და ამის გამო მრავალი უბანი უბრალოდ მიტოვებულია. თუმცა მთავრობაც და კერძო სექტორიც ამ უბნებში სააღმშენებლო პროექტებს ახორციელებს.

XS
SM
MD
LG