აშშ-ის, მექსიკის და კანადის ლიდერებმა ახალ სავაჭრო პაქტს მოაწერეს ხელი და ამით საძირკველი ჩაუყარეს 1.2 ტრილიონი დოლარის ვაჭრობას სამ ქვეყანას შორის.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულება, რომელსაც 15-თვიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ, "ისტორიულად" და "რევოლუციურად" შეაფასა.
შეთანხმება აშშ-ის ვაჭრობას ჩამოაყალიბებს კანადასთან და მექსიკასთან, ამასთან გაზრდის ამერიკის ექსპორტს ამ ბაზრებზე. შეთანხმება პრეზიდენტებმა ტრამპმა, ენრიკე პენა ნიეტომ და კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ წარმოადგინეს.
Facebook Forum