ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ ჯერსის სენატორი ბობ მენენდესი კვლავ ფედერალური გამოძიების ობიექტია


„სი ენ ენი“ იუწყება, რომ 2017 წელს, კორუფციის საქმეზე სასამართლოზე ნაფიც მსაჯულთა მიერ განაჩენის ვერ მიღების შემდეგ, დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი ახალი ფედერალური გამოძიების წინაშეა. ამის შესახებ სენატორის მრჩეველმა ოთხშაბათს განაცხადა.

მაიკლ სოლიმენმა თავის განცხადებაში თქვა: „სენატორმა მენენდესმა იცის გამოძიების შესახებ, რომელზე ცნობებიც დღეს გავრცელდა, თუმცა გამოძიების სფეროს შესახებ არაფერი იცის... როგორც ყოველთვის, თუ ოფიციალური კითხვები დაისმება, სენატორი მზად არის უზრუნველყოს ნებისმიერი დახმარება, რომელსაც მისგან ან მისი ოფისისგან მოითხოვენ.“

„სი ენ ენს“ თავისმა წყარომ უთხრა, რომ გამოძიებას ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქში აშშ-ის პროკურორის ოფისი აწარმოებს. გამოძიების შინაარსი უცნობია.

გამოძიების შესახებ პირველი ინფორმაცია, ახალი ამბების ციფრულმა ორგანიზაცია „სემაფორმა“ გაავრცელა და გამოძიებაზე ინფორმაციის მქონე ორ ადამიანზე დაყრდნობით აღწერა, როგორც ზოგადად 2017 წლის საქმის მსგავსი, თუმცა საქმეში სხვა პერსონაჟების მონაწილეობით.

ფედერალურ კორუფციაში მენენდესის სასამართლო 2017 წლის ნოემბერში უშედეგოდ დასრულდა, როდესაც ნაფიცმა მსაჯულებმა გამოაცხადეს, რომ საერთო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

მენენდესს ბრალად ედებოდა შეთქმულება, მექრთამეობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, რაც შესაძლოა ათწლეულობით ციხეს ითვალისწინებდეს. პროკურორებმა თქვეს, რომ სენატორმა მდიდარ ოფტალმოლოგ სალომონ მელგენისგან პოლიტიკური ხელშეწყობის სანაცვლოდ, პოლიტიკური შეწირულობების სახით 600 ათას დოლარზე მეტი, პარიზის პარკ ჰაიატის სასტუმროში ლუქსი ნომერი და კერძო თვითმფრინავით უფასო მგზავრობები მიიღო.

ორივე პირმა ბრალდებები უარყო. უშედეგოდ დასრულებული სასამართლოს შემდეგ, 2018 წელს, ფედერალურმა მოსამართლემ ისინი რამდენიმე ბრალდებაში გაამართლა.

მელგენი ჯანდაცვის სფეროში გაყალბებების ათობით ეპიზოდის საფუძველზე, ცალკე საქმეზე, 17 წლით ციხეში გაამწესეს და 2021 წელს, მაშინდელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას სასჯელი შეუმსუბუქა.

XS
SM
MD
LG