დღეს ამერიკის საცდელი ხომალდი ჯუჯა პლანეტა პლუტონს მიუახლოვდება.
ხომალდ New Horizons-მა პლუტონს 12 500 კილომეტრის მოშორებით უნდა ჩაუაროს, საათში 50 000 კილომეტრ სიჩქარით. ნასაში ხომალდის მმართველები სიგნალს ნახევარ დღეში ელოდებიან.
მთავარი მეცნიერი ალან სტერნი აცხადებს, რომ “10 000-დან 1-ია იმის ალბათობა, რომ ხომალდი პლუტონის ირგვლივ მოძრავ ნამსხვრევებს შეეჯახოს”.
მეცნიერების თქმით, 700 მილიონიანი New Horizons-ის მიერ უკვე მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეიძლება იმის თქმა, რომ პლანეტა იმაზე ოდნავ დიდია, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი.