ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონში 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რესტორნები კი - დაიხურა


ვაშინგტონის, კოლუმბიის ოლქის, მერმა მურიელ ბოუზერმა ორშაბათს საღამოს ოლქის რესტორნების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, ეს კორონავისურის გავრცელების შესაჩერებლად საჭირო ღონისძიებაა. აკრძალვა გუშინ საღამოს, ვაშინგტონის დროით 10 საათზე ამოქმედდა და სწორედ ამ დროიდან რესტორნებს შეუძლიათ მხოლოდ სახლში მიტანის სერვისი განახორციელონ ან იმ ადამიანებს მოემსახურონ, ვინც შეკვეთილ საკვებს ადგილზე არ მიირთმევს.

ორშაბათ საღამოს 7 საათის მონაცემებით, მერის თქმით, ვირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული, მთლიანად კი ოლქში 22 დადასტურებული შემთხვევა იყო. მათგან ერთს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. თუმცა მისი და დანარჩნების დაინფიცირების და კონტაქტების სესწავლა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს საღამოსვე მანამდე არსებული რეგულაციები გაამკაცრა და რეკომენდაციებიც გასცა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, სკოლები არამარტო ზოგიერთ შტატში, არამედ უკვე მთელ შეერთებულ შტატებში დაიხურა. ამავე რეკომენდაციით, ამერიკის მცხოვრებნი 10 კაცზე მეტი რაოდენობით თავშეყრას უნდა მოერიდონ. პრეზიდენტი ჯერჯერობით სავალდებულოდ არ აცხადებს, მაგრამ რესტორნების, ბარების, სპორტული კლუბების, კაზინოების მეპატრონეებს მათი დახურვისკენ მოუწოდებს, მოსახლეობას კი სთხოვს, აღარ იმგზავრონ, თუ ამის კრიტიკული აუცილებლობა არ არსებობს. ზოგიერთ შტატში უფრო მკაცრი რეგულაციებიც მოქმედებს იმის მიხედვით, თუ რამდენად არის ვირუსი გავრცელებული და რას მიიჩნევს აუცილებლად ადგილობრივი ხელისუფლება.

XS
SM
MD
LG