ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ექსპრეზიდენტის იმუნიტეტი სამართლებრივი დევნის მიმართ ფართოვდება


სამართლებრივი დევნის მიმართ, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტების იმუნიტეტი ფართოვდება. რუსეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დღეს ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ექსპრეზიდენტების იმუნიტეტი სამართლებრივი დევნის შესახებ, შესაძლოა გავრცელდეს არა მხოლოდ პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს ჩადენილ დანაშაულებზე, არამედ იმათზეც, რაც მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩაუდენიათ.

კანონპროექტი უკვე გამოქვეყნდა მთავრობის ოფიციალურ ვებგვრედზე. კანონპროექტი იმ საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილია, რომლის მიხედვითაც, ვლადიმირ პუტინს საშუალება ეძლევა ქვეყანა 2024 წლამდე მართოს.

პუტინის დიქტატურა - რეფერენდუმის შედეგები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:09 0:00

ჯერ კიდევ ბორის ელცინის პრეზიდენტობისას მიღებული კანონის თანახმად, რუსეთის ყოფილ პრეზიდენტს იმუნიტეტი აქვს პოსტზე ყოფნის დროს ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ.

2020 წლის ხუთ ნოემბერს წარდგენილი პროექტი კი კიდევ უფრო ართულებს ექსპრეზიდენტისთვის გაფართოებული იმუნიტეტის გაუქმებას. კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ქვედა პალატის მიერ წარდდგენილ მძიმე ბრალდებებს, როგორც შეიძლება იყოს, მაგალითად, ღალატი.

პროექტის კანონად ქცევას, ქვედა პალატაში სამი მოსმენით დამტკიცება და ზედა პალატის მხარდაჭერა სჭირდება. ამის შემდეგ, ცვლილებას ხელი ვლადიმირ პუტინმა უნდა მოაწეროს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG