ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთში იმედოვნებენ, რომ ახალი ანტი-ტერორისტული კანონი ანკარას პოზიციას შეაცვლევინებს


შევედეთი ამ კვირაში ახალ ანტიტეროსტულ კანონს აამოქმედებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ტობიას ბილსტრომი იმედოვნებს, რომ ეს კანონმდებლობა ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და თურქეთის ვეტოს მოხსნას შეუწყობს ხელს.

შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების სურვილი მას შემდეგ გამოთქვეს, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასტაბიანი ომი დაიწყო. ფინეთი ნატოს წევრი აპრილში გახდა, თუმცა შვედეთი გადაწყვეტილებას კვლავ ელოდება. ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას ამ ეტაპზე თურქეთი ეწინააღმდეგება. თურქეთი ამბობს, რომ შვედეთი რამდენიმე სამხედრო დაჯგუფებას მფარველობს მაშინ, როდესაც ისინი თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებებად არიან მიღებული. წევრობის გადაწყვეტილების რატიფიცირება არ მოუხდენია უნგრეთსაც.

რეჯეპ ტაეპ ერდოღანის მთავრობის მოთხოვნაა, რომ შევედეთმა თავშესაფარი აღარ მისცეს ამ დაჯგუფებებს.

"ეს ახალი კანონმდებლობა გადაჭრის იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენს უკვე არსებულ ანტი-ტერორისტიულ კანონმდებლობაშია",- განუცხადა მინისტრმა ჟურნალისტებს.

მინისტრი ამბობს, რომ ახალი კანონმდებლობა უზრუნველყოფს ყველა იმ პირობის შესრულებას, რომელიც ქვეყანამ ნატოს მადრიდის სამიტზე დადო. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, აკრძალული იქნება არაკანონიერი დაჯგუფებებისთვის შეხვედრების ორგანიზება, მათთვის ლოგისტიკური, ან ფინანსური დახმარების გაწევა, ასევე საკვების მიწოდება.

კანონის გამკაცრებამ შვედეთში გარკვეული შეშფოთება და შეკითხვები გააჩინა. კანონმდებლობის მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ ანტი-ტერორისტული კანონის გამკაცრებამ, შესაძლოა ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეზღუდოს. თუმცა, ქვეყნის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ ეს კანონმდებლობა რეჯეპ ტაეპ ერდოღანს აზრს შეაცვლევინებს და შვედეთს ნატოში გაწევრიანების საშუალებას მისცემს. შვედეთი იმედოვნებს, რომ ეს ივლისში ვილნიუსში დაგეგმილ სამიტამდე მოხდება.

ნატოს წევრი ქვეყნების უმეტესობა, ცდილობს დაარწმუნოს ერდოღანი, რომ შვედეთი ნატოს წევრი უნდა გახდეს, თუმცა ამ დრომდე თურქეთის პრეზიდენტი აზრს არ იცვლის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ოსლოში, ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეკრებისას ეს საკითხი მოგვარდება.

XS
SM
MD
LG