ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნეთანიაჰუს კოალიციის შექმნისთვის დრო სჭირდება


პრემიერ მინისტრი კოალიციის შესაქმნელად ვადის ორი კვირით გაგრძელებას ითხოვს

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ კოალიციის შესაქმნელად მეტ დროს ითხოვს. იმისათვის რომ ჩამოყალიბდეს ახალი მთავრობა და თავიდან იქნას აცილებული ხელახალი არჩევნები, ნეთანიაჰუმ ჩიხში შესული მოლაპარკებები კოალიციის პოტენციურ პარტნიორებთან უნდა დააჩქაროს.

ისრაელის ოფიციალური პირების განცხადებით, ნეთანიაჰუ ქვეყნის პრეზიდენტს, შიმონ პერესს შაბათს შეხვდება. პრემიერ მინისტრი კოალიციის შესაქმნელად ვადის ორი კვირით გაგრძელებას მოითხოვს. სავარაუდოდ შიპონ პერესი დააკმაყოფილებს ნეთანიაჰუს მოთხოვნას.
XS
SM
MD
LG