ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნავალნი რუსეთისგან საკუთარი ტანსაცმლის დაბრუნებას ითხოვს


ალექსეი ნავალნი

რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ, დღეს მოსკოვს მოსთხოვა, დაუბრუნოს საკუთარი ტანსაცმელი, რომელიც მოწამვლის დღეს ეცვა. ნავალნის თქმით, ეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნება.

მოსკოვისკენ მიმავალი კრემლის ცნობილი კრიტიკოსი ცუდად თვითმფრინავში გახდა. ის 20 აგვისტოს ომსკის საავადმყოფოში დააწვინეს. ნავალნი ახლა გერმანიაში მკურნალობს, სადაც ექიმები აცხადებენ, რომ ის მოწამლულია საბჭოთა პერიოდის ქიმიური იარაღით, ნერვული აგენტით "ნავიჩოკი".

დღეს, ნავალნიმ გერმანულ საავადმყოფოში ბლოგი დაწერა, სადაც ამბობს, რომ მისი ტანსაცმელი გერმანიაში გადაფრენამდე, ომსკის საავადმყოფოს პალატიდან გაიტანეს. "იმის გათვალისწინებით, რომ "ნავიჩოკი" ჩემს სხეულზე იპოვეს, ის დიდი ალბათობით, ჩემს ტანსაცმელზეც იქნება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულების ნაწილია" - წერს რუსი ოპოზიციონერი.

გერმანიის სამხედრო ლაბორატორიამ დაადასტურა, რომ ნავალნი სწორედ ამ ნერვული აგენტითაა მოწამლული. დასავლეთის მთავრობები რუსეთს აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას 2018 წელს, ბრიტანეთში მცხოვრები ყოფილი რუსი ჯაშუშის წინააღმდეგაც აბრალებენ.

ბერლინი მოგვიანებით მოსკოვს ეკონომიკური სანქციებით დაემუქრა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰეიკო მაასის განცხადებით, ეს "სერიოზული დანაშაულია". ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ქიმიური აგენტის გამოყენებას "აღმაშფოთებელი" ფაქტი უწოდა. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ კი განაცხადა, რომ ის მოკავშირეებთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ "რუსეთში ამ საქმეზე პასუხი აგონ".

კრემლი ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ რუსულ ლაბორატორიებში მოწამვლის ნიშნები ვერ იპოვეს. მოსკოვს ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით, საქმეც კი არ აღუძრავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG