ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„შეწყვიტეთ დასკვნების კრიტიკა,“- გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთს მიმართავს


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰეიკო მასი /გერმანია/ აგვისტო 28, 2020

რუსი მაღალჩინოსნის განცხადებებს, სადაც ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ გერმანიაში ალექსეი ნავალნის კვლევის შედეგებს, რომლთაც დადგინდა, რომ რუსი ოპოზიციონერი საბჭოთა საწამლავით „ნოვიჩოკით“ მოწამლეს, დღეს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიდევ ერთხელ გამოუხმაურა.

ჰეიკო მაასი ამბობს, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს დასკვნების კრიტიკა და მიიღოს მიუკერძოებელი და ობიექტური დასკვნის შედეგები.

მეტიც, ცნობილი ხდება, რომ გერმანიასთან ერთად ალექსეი ნავალნის ანალიზები შეამოწმეს სხვა ევროპული ქვეყნების წამყვანმა სპეციალისტებმაც. ყველა დასკვნა ადასტურებს, რომ პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე „ნოვიჩოკით“ არის მოწამლული. კვლევა ჩატარდა როგორც საფრანგთში, ასევე შვედეთში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში არ აღიარებენ, რომ ელექსეი ნავალნი მოწამლეს, მეტიც თავდაპირველად კრემლი კონტროლირებადი მედიასაშუალებებით ავრცელებდა არაერთ სხვადასხვა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნავალნი მოწამლული არ იყო და მას დიაბეტი ჰქონდა.

პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე და კრიტიკოსი რუსეთში დაახლოებით 1 თვის წინ მოწამლეს. ალექსეი ნავალნი 2 დღის განმავლობაში რუსეთში გადიოდა მკურნალობას, მოგვიანებით კი ის გერმანულმა მხარემ სამკურნალოდ ბერლინში გადაიყვანა.

ნავალნი ხელოვნური კომიდან გასულ კვირას გამოიყვანეს. გერმანელი ექიმები ამბობენ, რომ რუსი ოპოზიციონერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG