ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს „სოლიდარობის დემონსტრირება“


ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს მიავლენენ

უკრაინის კრიზისზე საპასუხოდ, და ალიანსის აღმოსავლეთ ევროპელი მოკავშირეების მხარდასაჭერად ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები ბალტიის ზღვაში სამხედრო გემებს მიავლენენ.
ნატოს საზღვაო სარდლობამ დღეს განაცხადა, რომ ბალტიის ზღვაში გემებს ნორვეგიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან და ესტონეთიდან გაგზავნის.

ალიანსის განცხადებით, ის არ გეგმავს ამ ნაბიჯით უკრაინაში სიტუაციის ესკალაციაში შეიტანოს წვლილი, არამედ მოახდინოს „სოლიდარობის დემონსტრირება“ და გააძლიეროს ალიანსის მზადყოფნა. აქამდე, ნატომ აღნიშნა, რომ უკრაინის კოფნლიქტში სამხედრო ძალით არ ჩაერთვება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG