ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონის გამოსვლა ბრიუსელში


კლინტონის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ ავღანეთთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები პირნათლად შეასრულოს

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა მოკავშირეებს მოუწოდა 2014 წლის შემდეგაც გააგრძელონ ავღანეთის უშიშროების ძალების დაფინანსება.

ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში გამოსვლისას ქალბატონმა კლინტონმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ყველა ქვეყანამ პირნათლად შეასრულოს ავღანეთთან დაკავშირებით ადრე ნაკისრი ვალდებულებები.

ავღანეთის მეგობარი ქვეყნები 2014 წლის შემდეგ ყოველწლიურად 4,1 მილიარდი დოლარის დახმარებას შეპირდნენ ამ ქვეყნის მთავრობას, მაგრამ ევროპაში მძვინვარე ეკონომიკური კრიზისის გამო შესაძლოა ამ ვალდებულების შესრულება ვერ შეძლონ.

თავისი გამოსვლის დროს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი სირიის პრობლემასაც შეეხო. მისი თქმით:

“ ჩვენ შეშფოთებულნი ვართ, რადგან კუთხეში მიმწყვდეულმა პრეზიდენტმა ასადმა, ან რომელიმე უკონტროლო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, შესაძლოა ქიმიური იარაღი გამოიყენოს. ამის გამო მკაცრად გავაფრთხილეთ სირიის მმართველი რეჟიმი.“
XS
SM
MD
LG