ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰამიდ კარზაიმ „ნატოს" სარდლობა გააკრიტიკა


თალიბებთან შეტაკებისას ათი ავღანელი სამხდერო დაიღუპა

ავღანეთში, ჰერათის პრივინციაში თალიბებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც ათი ავღანელი სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლაში დაღუპულთა შორის ხუთი პოლიციელია, ხოლო ხუთი კი სამხედრო პირი. დაღუპულთა შორის იყო რაიონის პოლიციის უფროსიც.

ამავდროულად, „ნატო"-ს კოალიციამ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, ლოგარის პროვინციაში ჩატარებული რეიდის დროს სამოქალაქო პირების დაღუპვა შესაძლოა სწორედ საერთაშორისო ძალების ბრალია. ოპერაციის დროს სამი ამბოხებული განადგურდა. ავღანეთის პრეზიდენტმა, ჰამიდ კარზაიმ „ნატო"-ს ოპერაცია დაგმო და განაცხადა, რომ დაღუპულ სამოქალაქო პირებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
XS
SM
MD
LG