ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კარზაი მომავალი არჩევნების შესახებ


კარზაი: საპრეზიდენტო არჩევნები „ასპროცენტიანი სიზუსტით დროულად ჩატარდება“

ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი აცხადებს, რომ ქვეყანაში, 2014 წელს დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები, ამერიკისა და ნატოს ძალების ამავე წელს დაგეგმილი გასვლის მიუხედავად, შეფერხების გარეშე ჩატარდება.

დღეს, ქაბულში პრეს კონფერენციაზე გამოსვლისას, კარზაიმ აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნები „ასპროცენტიანი სიზუსტით დროულად ჩატარდება“, დასძინა რა, რომ მისი მმართველობის გახანგრძლივება არალეგიტიმური იქნება.

ავღანელი კანონმდებლები ამ დრომდე იხილავდნენ არჩევნების ჩატარების თარიღის მოდიფიცირებას იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკისა და ნატოს ძალების ქვეყნიდან გაყვანა 20014 წელს არის დაგეგმილი.

კარზაიმ, დღევანდელი გამოსვლისას, ასევე, უცხოური მედია გააკრიტიკა, რომელიც, მისი თქმით, ავღანეთის ნეგატიური იმიჯის შექმნას უწყობს ხელს ქვეყნიდან უცხოური ძალების გაყვანის შემდეგ.
XS
SM
MD
LG