ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ - სტოლტენბერგი


ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი.

უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებია მისაღები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბრძოლის ველზე უკრაინის წარმატების მიუხედავად, მოსკოვის სიძლიერე რეალურად უნდა შეფასდეს.

„არ უნდა დავუშვათ შეცდომა იმით, რომ რუსეთი არასათანადოდ შევაფასოთ. რუსეთის შეიარაღებული ძალები, მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ინარჩუნებს, ასევე ჯარების დიდ რაოდენობას“ – აცხადებს სტოლტენბერგი.

მისივე თქმით, „მომდევნო თვეები რთული იქნება. პუტინის მიზანია, უკრაინა ამ ზამთარში, ცივი და ბნელი დატოვოს. ასე რომ, ჩვენ ამ კურსზე უნდა დავრჩეთ.“

14 ნოემბერს, ჰააგაში ოფიციალური ვიზიტისას, სტოლტენბერგმა ასევე ისაუბრა სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხზე. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ კიევმა უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებით და როდის წავიდეს რუსეთთან მოლაპარაკებაზე.

„ისინი იხდიან ახლა უმაღლეს ფასს, ადამიანთა სიცოცხლით და ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის სახით. ასე რომ, თავად უკრაინამ უნდა გადაწყვიტოს, რა პირობებია მათთვის მისაღები. რაც ხდება მაგიდასთან, ფუნდამენტურად უკავშირდება იმას, თუ რა ხდება ბრძოლის ველზე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინას და გავაძლიეროთ მათი პოზიციები, რადგან გარკვეულ ეტაპზე, შეიძლება იყოს მოლაპარაკებები, საიდანაც უკრაინა გამარჯვებული გამოვა, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა ევროპაში“ - აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.

უკრაინის მოლოდინები შუალედური არჩევნების შედეგების მიმართ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:03:00 0:00

მანამდე, ორშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი, რუსული ძალებისგან გათავისუფლებულ ხერსონს ეწვია. ხერსონი ერთადერთი რეგიონული ცენტრი იყო, რომელიც რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ დაიკავა და მისი უკანონო ანექსია გამოაცხადა.

XS
SM
MD
LG