ნატოს საბრძოლო თვითმფრინავებმა ტრიპოლიში ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის ერთ-ერთი რეზიდენცია დაბომბეს.
ლიბიის დედაქალაქი გამაყრუებელი აფეთქებების ხმამ შეაზანზარა ბაბ-ალ-აზიზიას უბანში, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია რა შედეგები მოჰყვა ამ დაბომბვას.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისი სამხედრო თვითმფრინავები ხშირად ბომბავენ ტრიპოლის ამ რაიონს, მიუხედავად იმისა რომ იქვე მიმდინარეობს გამუდმებული მიტინგი მუამარ კადაფის მხარდასაჭერად.
ამასობაში მეამბოხეთა ძალები მისრატადან ქალაქ ზლიტანისკენ დაიძრნენ, რომელიც ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიდან 135 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.