ნატოს ოფიციალური ინფორმაციით, ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნისას დაღუპულია კოალიციური ჯარების 9 სამხედრო მოსამსახურე.
ინციდენტის შედეგად კიდევ 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ავღანელი, ერთიც კოალიციური ჯარების სამხედრო და ამერიკელი სამოქალაქო პირი.
მანამდე ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში იტყობინებოდნენ, რომ დაშავებულია კოალიციური ჯარების კიდევ ერთი წარმოამდგენელი.
ნატოშიაცხადებენ, რომ ინციდენტის ადგიალს მტრის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ ქონიათ, ამიტომ საქმე ჯერ-ჯერობით გამოძიების ქვეშ არის.