ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ ხედავს ვაშინგტონი ნატოს ღია კარის პოლიტიკას?


ვაშინგტონი
ვაშინგტონი

საარჩევნო კამპანიის დროს, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატოს “მოძველებული” უწოდა, რამაც ვაშინგტონში პოლიტიკოსთა და მიმომხილველთა შეშფოთება გამოიწვია, ასევე გაურკვევლობა შესძინა იმას, თუ რამდენად მზადაა ამერიკის ახალი ადმინისტრაცია დაიცვას მისი ევროპელი პარტნიორები და შეინარჩუნოს ალიანსის “ღია კარის პოლიტიკა”.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ 2008 წელს საქართველოსთვის მაპზე უარის თქმა, სტრატეგიული შეცდომა იყო, რამაც რუსეთს საშუალება მისცა აგრესიული ნაბიჯები გადაედგა, და შეჭრილიყო საქართველოსა და უკრაინაში.

“მე ვფიქრობ შეცდომა იყო საქართველოსთვის 2008 წელს წევრობის სამოქმედო გეგმის არ მიცემა. მე ამას ვამბობ, როგორც ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ნატოს გაფართოების პირველ რაუნდში, როდესაც მიიღეს პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი, მაშინ ვფიქრობდი, რომ მათი უსაფრთხოები გზა რუსეთთან კარგ ურთიერთობაზე გადის... 2008 წლისთვის ნათელი იყო, რომ რუსებმა არჩევანი გააკეთეს და გადაწყვიტეს დამდგარიყვნენ არამარტო ევროპული უსაფრთხოების წინააღმდეგ, არამედ ასევე მმართველობის, გამჭირვალობის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ემოქმედათ, რაც ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტია და ასევე ამერიკასთან ურთიერთობებას საფუძველს აძლევს. მე ვფიქრობ 2008 წელს ჩვენ შეცდომა დავუშვით, ვინაიდან იმ დროისთვის უკვე ნათელი იყო თუ საით მიდიოდა რუსეთის ხელისუფლება. ვისურვებდი სხვანაირი გადაწყვეტილება მიგვეღო”, - ამბობს კორი შეიკი, სტენფორდის უნივერსტეტის მკლევარი.

საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევების ცენტრში გამართულ კონფერენციაზე, ამერიკის ყოფილი ტოპ დიპლომატები და მიმომხილველები საუბრობდნენ ევროპის და ამერიკის უსაფრთხოების დაცვაში ალიანსის მნიშვნელობაზე.

“რუსეთი ზრდის სამხედრო შესაძლებლობებს, მათ ბევრი ინვესტიცია ჩადეს ამ მიმართულებით, და ეს ჩვენ სირიის შემთხვევაში ვიხილეთ. ევროპელები შეშფოთებულნი არიან, განსაკუთრებით ისინი, ვინც რუსეთს შეუპოვრად ეწინააღმდეგება, ვგულისხმობ ბალტიისპირეთის ქვეყნებს. საქართველოს და უკრაინისგან განსხვავებით, პუტინი ნატოს ქვეყნებს არ შეხებია. მაგალითად ბალტისპირეთს. რაც აჩვენებს ნატოს ძალას. ჩვენ სწორად ვიქცევით, როდესაც გამაფრთხილებელ ნაბიჯებს ვდგავთ და პუტინს ვაჩვენებთ, რომ არ გაბედოს ამ რისკზე წასვლა. მე ვფიქრობ, ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც ხედავს, რომ რისკები დაბალია და შესაძლებლობები მაღალი. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ მას დამატებითი შესაძლებლობები არ მიეცეს”, - განაცხადა ელიოტ აბრამსმა, საგარეო ურთიერთობების საბჭოდან.

მიმომხილველების თქმით, ნატოს მიერ ახალი წევრების მიღება, და ალიანსის გაფართოების მხარდაჭერა, რუსეთის აგრესიის შეკავების ეფექტური გზაა.

“ნატოს გაფართოების მთავარი მიზანი, ქვეყნებისთვის შესაძლებლობის მიცემაა, რომ შეუერთდნენ ალიანსს [თუ ისინი მოთხოვნებს აკმაყოფილებენ.] თავად გაწევრიანების პროცესი დადებითი მოვლენა. ის წყვეტს პრობლემებს სამხედრო, მმართველობის და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. ანუ იმ მიმართულებებით, რომლის გაუმჯობესებასაც ქვეყნები თავადაც უნდა ცდილობდნენ, თუ მათ სურთ ქონდეთ მდგრადი სახელმწიფო და იყვნენ დასავლეთის სანდო პარტნიორები. “ღია კარის პოლიტიკა” პოზიტიური მოვლენაა და ვფიქრობ აუცილებელია მისი შენარჩუნება, და შევინარჩუნებთ კიდეც”, - ამბობს ჯეიმს კარაფანო, ჰერიტიჯის ფონდის ვიცე პრეზიდენტი საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში.

მათი თქმით, ნატო უსაფრთხოების მნიშვნელოვანი გარანტია ევროპასა და მის მიღმა და სწორედ ამიტომ, ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს ალიანსის აქტიური მხარდაჭერა და ამასთან, მხარი დაუჭიროს ახალი წევრების მიღებას.

მიხუედავად წევრობის არცთუ ახლო პერსპეკტივისა, ისინი მოუწოდებენ ასპირანტ ქვეყნებს გააგრძელონ რეფორმების გატარება ინსტიტუტების და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.

“ნატოში გაწევრიანების გზა ღიაა, თუმცა ეს არ მოხდება უახლოს მომავალში. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა როგორიცაა საქართველო, გააგრძელონ ამერიკასთან თანამშრომლობა და განავითარონ თავიანთი თავდაცვითი შესაძლებლობები, რათა არავისთვის არ იყოს ხელსაყრელი მათთვის ზიანის მიყენების პერსპექტივა”, - ამბობს ერიკ ედელმანი ბიუჯეტისა და სტრატეგიული ანალიზის ცენტრიდან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG