ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო რუსეთს "გულწრფელი" დიალოგისკენ მოუწოდებს


ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯოანამ რუს ოფიციალურ პირებს დასავლურ სამხედრო ალიანსთან “მყარი, გამჭვირვალე და გულწრფელი დიალოგისკენ” მოუწოდა იმ დროს, როდესაც მოსკოვსა და დასავლეთს შორის უწყვეტი და მზარდი დაძაბულობაა. უთანხმოება არის საკითხებზე, რომლებშიც უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში, დონეცკში და ლუჰანსკში მიმდინარე კონფლიქტი შედის.

ბოლოს რუსეთს ბრალი დასდეს, რომ თავის მოკავშირეს, ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ალექსანდრ ლუკაშენკოს, ევროკავშირის აღმოსავლეთ წევრებისთვის სასაზღვრო კრიზისის მოწყობაში ეხმარება. კრემლი ამ ბრალდებას უარყოფს.

დასავლეთის ქვეყნებმა, ბოლო კვირებში უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ძალის თავმოყრის გამო შეშფოთებაც გამოთქვეს. იმავდროულად, შავ ზღვაში ნატოს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების გახშირებულმა ვიზიტებმა მოსკოვის გაღიზიანება გამოიწვია.

“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუს დროს ჯოანამ თქვა, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ ურთიერთობების ყველაზე დაბალი ნიშნულის მიუხედავად, ნატოს ოფიციალური პირები “ცდილობენ და მოლოდინი აქვთ, რომ რუს კოლეგებთან დისკუსიებს გააგრძელებენ” როგორც პოლიტიკურ, ასევე სამხედრო დონეზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG