ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში კოალიციის ძალების ბედი 2014 წლის შემდეგ


ბრიუსელში საუბარი იყო ავღანეთში 8 000-დან 12 000-მდე ჯარისკაცის დატოვების შესახებ

აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლეონ პანეტას განცხადბით, ოფიციალურ პირებს შორის გაიმართა მოლაპარაკებები 2014 წლის შემდეგ ავღანეთში ამერიკისა და ნატოს ჯარების დარჩენის შესახებ.

როგორც თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, ბრიუსელში შედგა "შესაძლებლობების დიაპაზონის" მიმოხილვა. საუბარი იყო ავღანეთში 8 000-დან 12 000-მდე ჯარისკაცის დატოვების შესახებ 2014 წლის შემდეგ. პრენტაგონის პრეს-სპიკერის, ჯორჯ ლითელის განცხადებით, პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება სამხედრო კონტიგენტის რაოდენობის შესახებ ჯერ არ მიუღია.

დღემდე არსებული გადაწყვეტილებით, ავღანეთის არმიაზე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის პასუხისმგებლობის გადაცემა 2014 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
XS
SM
MD
LG