ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ტრამპი რელიგიური ლიდერების შეკრების მონაწილეებს მიესალმა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა მორწმუნის დაცვის პირობა დადო და აქვე, მათი როლი შეაქო ამერიკული ცხოვრების სტილში.

„როგორც პრეზიდენტი, ყოველთვის მივაგებ პატივს და დავიცავ მორწმუნეებს, მათ, ვინც აღმაფრენას გვანიჭებს და აძლიერებს ჩვენს ერს“ - ტრამპმა განაცხადა ვაშინგტონში მიმდინარე რელიგიური ლიდერების საუზმეზე, რომელიც ყოველწლიური ოფიციალური შეხვედრაა.

„არასდროს გიღალატებთ“, - თქვა მან მსოფლიოს ქვეყნებიდან რელიგიური ლიდერებისა და პოლიტიკოსების შეხვედრაზე და ბოლოს საკუთარი ლოცვა შესთავაზა დამსწრეებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ვილოცებთ ქვეყნის მომავლისთვის და იმ სიმტკიცისთვის, რომელიც „სამართლიანობის და მშვიდობის მიღწევას შეგვაძლებინებს.“

Facebook Forum

XS
SM
MD
LG