ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საიმიგრაციო კანონის მოლოდინში


ვაშინგტონში ეროვნულ მოლზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:54 0:00
ბმული

აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი მივიდა. აქ იყვნენ ნაცნობი სახეები ამერიკის სამოქალაქო უფლებების მოძრაობიდან და იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობაც, რამაც დაახლოებით 200 ადამიანის დაპატიმრება გამოიწვია.

პროტესტის შუაგულში დემოკრატებით დომინირებული სენატის მიერ დამტკიცებული და რესპუბლიკურ კონგრესში შეფერხებული საიმიგრაციო რეფორმის კანონპროექტი იყო.

რობერტო სან ფრანცისკოდან:

„ჩვენ აქ მოვედით ყველა იმ ადამიანის მხარდასაჭერად, რომელთაც დოკუმენტები არ გააჩნიათ და იმ ოჯახების მხარდასაჭერად, რომლებიც ამ კანონების გამო დაიშალნენ, ასევე ყველას მხარდასაჭერად.“

ხუან რომერო სილვერ სპრინგსიდან:

„აქ არის ხალხი, ვინც ქვეყანაში შემოვიდა ლეგალურად თუ არალეგალურად. ახლა დროა გაიხსნას მოქალაქეობის მიღებისკენ მიმავალი გზა.“

მაგრამ ბევრი ეწინააღმდეგება აქ უკანონოდ მყოფთათვის ამნისტიის მიცემას.

ჯიმ მაკდონალდი ალექსანდრიადან:

„ეს დემონსტრაცია უკანონო იმიგრანტების ღირსების მხარდასაჭერად არის ჩაფიქრებული. იმ ადამიანების მხარდასაჭერად ვინც, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენი კანონები დაარღვიეს. მოითმინეთ ერთი წამით. რა მოხდა აქ? რა არის არასწორი იმ სურათში, როცა ვინმე, რომელმაც დაარღვია ჩვენი კანონები ახლა ითხოვს მისი ღირსების პატივისცემას. ეს ძალიან უცნაურია.“

ამნისტიის საკითხმა, მთავრობის დახურვასთან ერთად, კანონპროექტი განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.

დან ჰოლერი კონსერვატიული ჯგუფიდან „ჰერითიჯ ექშნ ფორ ამერიკა“:

„ნებისმიერ შემთხვევაში ,როცა პრეზიდენტი მოითხოვს ამნისტიის მიბმას რაიმე სახის საიმიგრაციო კანონპროექტზე, ასეთი პოლიტიკა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით ვერ ისარგებლებს და ვერც კონგრესში დამტკიცდება. მერ ვერ ვხედავ უარყოფით მხარეს იმ ფაქტში, რომ ეს კანონპროექტი გვიანდება ნამდვილი, მნიშვნელოვანი საკითხების გამო.“

ეროვნულ მოლზე კი სულ სხვა განწყობაა საიმიგრაციო რეფორმასთან დაკავშირებით

მღვდელი სკოტ მარკსი ნიუ ჰეივენიდან:

„მე დღეს აქ მოვედი, იმიტომ რომ მეტის მოთმენა აღარ შეიძლება. ჩვენ ახლავე გვჭირდება საიმიგრაციო რეფორმა!“

ბეარს ჩანტილი ვირჯინიიდან:

„იმიტომ, რომ აქ ყველას ოჯახი ჰყავს. ისინი აქ ჩამოვიდნენ და მძიმედ შრომობენ. მე მინდა ყველას ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის [და] მუშაობის უფლება დეპორტაციის შიშის გარეშე.“

რიკარდო რობლესთვის, რომელიც სან ფრანცისკოდან ჩამოფრინდა, ეს უბრალო არითმეტიკაა.

რიკარდო რობლესი სან ფრანცისკოდან:

„ჩვენ ფულს ვხარჯავთ. ჩვენ საჭირონი ვართ თქვენთვის. ჩვენ ვაფინანსებთ თქვენი ცხოვრების სტილს. თქვენ რომ პენსიაზე გახვალთ, თქვენი პენსიის ფული ჩვენ ხელფასზე იქნება დამოკიდებული. ასე რომ, გამოფხიზლდით და შემოგვიერთდით!“

შეერთებული შტატების მთავრობის ნაწილობრივი დახურვის პერიოდში შეფერხდა ბევრი კანონპროექტის, მათ შორის საიმიგრაციო რეფორმის კანონპროექტის დამტკიცების პროცესი, რამაც 11 მილიონი არალეგალური იმიგრანტის ბედი კვლავ გაურკვევლად დასტოვა.
XS
SM
MD
LG