ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხელი ხაზი ნიუ იორკელი იმიგრანტებისთვის


ნიუ იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის განცხადებით, სატელეფონო ბანკები იმიგრანტებს უდიდეს დახმარებას უწევს

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:33 0:00
ბმული
ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ამერიკის მოქალაქეობა აინტერესებს, საიმიგრაციო კანონი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ნიუ იორკის უნივერსიტეტში არსებული სატელეფონო ბანკები ათასობით იმიგრანტის შეკითხვას პასუხობს. სხადასხვა ენაზე მოსაუბრე მოხალისეები იმიგრანტებს საჭირო ინფორმაციას აწვდიან:

„ესპანურენოვანი და ბრაზილიელი იმიგრანტების შეკითხვებს ძირითადად მე ვპასუხობ. ზარები ნიუ იორკის გარდა აიდაჰოს შტატიდანაც შემოდის “-აცხადებს ერთერთი მოხალისე.

ნიუ იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის თქმით, სატელეფონო ბანკების პროგრამა იმიგრანტებს უდიდეს დახმარებას უწევს:

„ამერიკას მეტი იმიგრანტი სჭირდება. ვაშინგტონი ცდილობს ამ ადამიანებმა ქვეყნის მომავლის შენებაში მონაწილეობა ამიიღონ. ამაში კი თქვენ უდიდეს დახმარებას გვიწევთ."

ნიუ იორკის იმიგრანტთა სატელეფონო დახმარების პროგრამამ დღემდე ათასობით იმიგრანტის შეკითხვას უპასუხა. მათ შორისაა პანამელი იმიგრანტი ემა დიერიც. მან ამ პროგრამის შესახებ ტელევიზიით შეიტყო:

„ამერიკაში მოქალაქეობა ძალზე მნიშვნელოვანია. შენ ხმის უფლება გაქვს და შესაბამისად ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია. პასპორტი თუ გაქვს შეგიძლია აიღო ბილეთი, მსოფლიიოს ნებისმიერ კუთხეში გაფრინდე, შემდეგ კი ქვეყანაში უპრობლემოდ დაბრუნდე.“

ამერიკის პასპორტი ყველა იმიგრანტის ოცნებაა. ყოველ კვირა ნიუ იორკში ამერიკის მოქალაქეები პასპორტის მისაღებად ფიცს დებენ. ეს ემოციური მომენტი დღეს 32 ქვეყნიდან ჩამოსულმა 150 ადამიანმა უნდა გაიზიაროს. ამერიკის ახალი მოქალაქეები წარმომავლობით საფრანგეთიდან, ვენესუელადან და განადან არიან. ისინი ამერიკის ხმას საკუთარ ემოციებს უზიარებენ:

„აქამდე დიდი გზის გავლა მომიხდა. ამერიკის მოქალაქეობას ალბათ ძალიან გავუფრთხილდები;“

„ბედნიერებაა, როდესაც სხვადასხვა ეროვნების ადამიანთა საზოგადოების ნაწილად გრძნობ თავს. ეს ნიუ იორკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია;"

„ცერემონიალზე ამერიკის მოქალაქეობას ოფიციალურად განიჭებენ. ეს უცნაური და ემოციებით სავსე გრძნობაა, მითუმეტეს როდესაც ამ ქვეყნის სიყვარულით გაიზარდე.“

თითოეული ეს ადამიანი ამერიკის სიმბოლოცაა. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ და მათთვის დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება.
XS
SM
MD
LG