ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნასა რუსეთთან ურთიერთობას ყირიმის გამო ზღუდავს


ყირიმში, მოსკოვის მოქმედებების გამო აშშ-ის კოსმოსური სააგენტო-ნასა-რუსეთთან კოსმოსის დარგში საქმიანობის უმეტესობას აჩერებს.

მიუხედავად ამისა, ნასა ამბობს, რომ ორი ქვეყანა ერთობლივ საქმიანობას გააგრძელებს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.

ამჟამად, სადგურის ეკიპაჟი რუს და ამერიკელ ასტრონავტებს აერთიანებს.

ჟურნალისტებთან საუბარში, ნასას ოფიციალურმა პირებმა დაიჩივლეს, რომ საბიუჯეტო პრობლემები ამერიკის მიერ დედამიწის დაბალ ორბიტაზე ეკიპაჟის გადაყვანას აფერხებს.

კოსმოსური ხომალდის პროგრამის თადარიგში ჩაშვების შემდეგ, ვაშინგტონი იძულებული იყო მოსკოვისთვის მილიონობით დოლარი გადაეხადა კოსმოსში ამერიკელი ასტრონავტების გადასაყვანად.


XS
SM
MD
LG