ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური ხომალდი "სინუსი"


ნასა კოსმიური ხომალდების შემდგომ თაობას ამუშავებს - მარსზე და ასტეროიდზე გასაფრენად

კერძო სექტორის მიერ კოსმოსური რაკეტების დამზადების შესაძლებლობა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტვირთის მიტანის მიზენით, კიდევ ერთხელ გამოიცდება, როცა კერძო კომპანიის მიერ აშენებული რაკეტა სადგურისკენ გაემართება.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მარაგის მიტანა რთული საქმეა, რომელსაც დღემდე მხოლოდ რამდენიმე ქვეყანის მთავრობა და კალიფორნიაში დაფუძნებული კომპანია „სპეისექსი“ ახერხებს.
ეს სია შეიძლება გაფართოვდეს, მას შემდეგ, რაც ვირჯინიაში მდებარე კომპანია „ორბიტული მეცნიერება“ კოსმოსურ ხომალდ „სინუსს“ ნასას ვოლოპის კოსმოდრომიდან გაუშვებს.


"სინუსზე" ტანსაცმლით და საკვებით დატვირთული 700 კილოგრამიანი ტვირთის ატანა იგეგმება, რომელიც სადგურის ეკიპაჟთან უნდა ჩავიდეს.
მისიის დემონსტრაცია ნასას კომერციული ორბიტის სატრანსპორტო მომსახურების პროგრამის ბოლო ეტაპია, რომლის შემდეგაც შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო შეწყვეტს იყოს მთავარი ინვესტორი კერძო სექტორში,რომელიც რომელიც კომერციული კოსმოსური ტვირთების გადაზიდვის სფეროს განვითარებას ცდილობს.


ალან ლინდენმოიერი ნასას კომერციული ეკიპაჟისა და ტვირთების გადაზიდვის მენეჯერია. ის ამბობს, რომ შეჯიბრი და კონკურენცია კოსმიური სააგენტოს განვითარებისთვის ძალიან მომგებიანია:

ალან ლინდერმოიერი: არასოდეს უნდა აღმოჩნდე სიტუაციაში, როდესაც რომელიმე მიმწოდებელს პრობლემის გამო კოსმიურ სადგურის მომარაგების ტრანსპორტირების ჯაჭვი შეიძლება გაწყდეს. ამიტომ, ჩვენ სპეციალურად შევიმუშავეთ პროგრამა ისე, რომ სულ ცოტა ორი კომპანია მანც გვყოლოდა სულ ცოტა დემონსტრაციის და შემუშავების ფაზაში მაინც. გაგვიმართლა და ორივეს კონტრაქტები მივეცით.

კოსმიური ხომალდი „სინუსი“ სადგურს დაახლოებით ოთხ დღეში მიუახლოვდება. ზოგიერთი მისი სისტემა ამ პერიოდის განმავლობაში შემოწმდება.


რუსეთის, ევროპის და იაპონიის მთავრობებს ასევე გააჩნიათ სატვირთო ხომალდები, რომელთაც შეუძლიათ ორბიტაში მდებარე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურამდე მივიდნენ. შეერთებული შტატების მთავრობას კი აღარ ჰქონდა კოსმოსური სატრანსპორტო საშუალება მას შემდეგ, რაც 2011 წელს მრავალჯერადი გამოყენების კოსმიური ხომალდების ფლოტის პროგრამა დაასრულა და ხომალდები გმოყენებიდან ამოიღო.


ნასას წარმომადგენელი ლინდენმოიერი ამბობს, რომ კოსმიური სააგენტოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორზე დაყრდნობა, რომ ტვირთის გადატანა კოსმიურ ლაბორატორიაში მოხდეს.


ალან ლინდერმოიერი: ახლო ორბიტაში შესაძლებლობების კერძო სექტორისთვის გადაბარება ნასას საშუალებას აძლევს ფოკუსირება მოახდინოს უფრო მნიშვნელოვან რთულ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის მიერ ღრმა კოსმოსის ათვისება.

ნასა კოსმიური ხომალდების შემდგომ თაობას იმუშავებს, რომლებსაც მარსზე და ასტეროიდზე გაფრენა შეეძლებათ.
XS
SM
MD
LG