ამ კვირაში გამართულ დიდი რვიანის შეხვედრაზე საფრანგეთის, რუსეთის და შეერთებული შტატების ლიდერებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიდი ხნის მანძილზე მიმდინარე კონფლიქტის, მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიან მოგვარებაზე მოწოდებები გააკეთეს. ამ გაყინული კონფლიქტის შესახებ საუბრობს ამერიკის ხმის კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი, რომელიც შორეულ რეგიონში ჩავიდა.
მთიან ყარაბაღში სეპარატისტული საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტიდან თითქმის 20 წელი გავიდა, თუმცა ეს რეგიონი ისევ ინახავს ისეთ მომაკვდინებელ საიდუმლოებებს როგორიცაა - ანტი-სატანკო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები, ასევე კასეტური ბომბები.
ნიკ სმარტი მთიან ყარაბაღში შეერთებული შტატების საქველმოქმედო ორგანიზაცია “ჰელო ტრასტში“ მუშაობს. ამ შორეულ რეგიონში ის 190-კაციან ჯგუფს ხელმძღვანელობს. მთიან ყარაბაღს 1994 წლიდან სომხეთი აკონტროლებს.
ნიკ სმარტი: უკვე ოცი წელია ამ რეგიონში ვმუშაობთ, თუმცა ჯერ კიდევ ვპოულობთ აქტიურ ნაღმებს, რომელთა მოქმედების შედეგად მსხვერპლი ისევ არის. ის ნაღმები, რომლებსაც ვნახულობთ ძალიან კარგ მდგომარეობაშია შენახული და კიდევ 10 წლის განმავლობაში შეეძლებათ მოქმედება.
2000 წლიდან მთიანი ყარაბაღის რეგიონში „ჰალო ტრასტმა“ ტერიტორიიდან წინასწარ ცნობილი ნაღმების და კასეტური ბომბების 75% ამოიღო. ექსპერტებმა უკვე 66 ათასი ნაღმი აღმოაჩინეს და გაუვნებელყვეს.
თუმცა ნიკ სმარტის თქმით, მთიან ყარაბაღს მსოფლიო მასშტაბით ნაღმზე აფეთქების შემთხვევების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.
ნიკ სმარტი: ყველაზე დიდი პრობლემაა მწვანე ნარგავები, რომელიც მთიანი ყარაბაღის შემოგარენში მდებარეობს. ახლა ამ ადგილებში ნოყიერი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებია. ეს ტერიტორია ომის დროს მნიშვნელოვანი მონაკვეთი იყო, თუმცა ახლა სამეურნეო თვალსაზრისითაც ძალიან მიმზიდველია.
თუმცა მთიან ყარაბაღში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაბლობი გარდაუვალი უსაფრთხოების ზონად ითვლება მაშინ როდესაც ორი დაპირისპირებული სამხედრო ძალა ერთმანეთის პირისპირ ახლო პერიმეტრშია განლაგებული.
სამშაბათს, ჩრდილოეთ ირლანდიაში დიდი რვიანის სამიტზე რუსეთის, საფრანგეთის და შეერთებული შტატების ლიდერებმა სომხეთს და აზერბაიჯანს მოუწოდეს, რომ ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების გზები იპოვონ.
თუმცა სამშაბათს, რუსულმა გაზეთმა „ვედომოსტიმ" გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი აზერბაიჯანს ერთი მილიონის ღირებულების ტანკებს, საარტილერიო ქვემეხებს და სარაკეტო დანადგარებს მიყიდის.
სომხეთის დედაქალაქში - ერევანში- მოქმედი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი რიჩარდ გირაგოსიანი ფიქრობს რომ მშვიდობის შენარჩუნება ძალიან რთულია.
რიჩარდ გირაგოსიანი: ორივე მხარე გამალებულ შეიარაღებას ეწევა მზარდი სამხედრო ბიუჯეტისა და უფრო შემტევითი იარაღის შეძენის ხარჯზე.
აქ, მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ადამიანებს ომის ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელი აქვს, თუმცა ომის თაობას შვილების ამ ტრამვიდან დაცვა სურს.