ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის სასამართლომ ნადია სავჩენკო დამნაშავედ სცნო


რუსეთის სასამართლომ უკრაინელი სამხედრო პილოტი ნადია სავჩენკო ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში დამნაშავედ სცნო და 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კერძოდ კი სასამართლომ სავჩენკო რუსი ტელე-ჟურნალისტების იგორ კორნელიუკის და ანტონ ვოლოშინის მიმართულებით საჰაერო არტილერიის გახსნაში სცნო დამნაშავედ. მოქმედება 2014 წლის ივლისში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებსა და უკრაინის სამხედროებს შორის ლუგანსკში მიმდინარე საბრძოლო დაპირისპირებისას მოხდა.

სასამართლომ სავჩენკოს ასევე დააკისრა 100 ამერიკული დოლარის გადახდა, რუსეთის ტერიტორიაზე “უკანანოდ გადასვლისთვის”.

სავჩენკო უარყოფს ჟურნალისტების მკვლელობას და არგუმენტად ფიჭური სატელეკომუნიკაციო მონაცემები მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ის ჟურნალისტების დაღუპვამდე გაიტაცეს. სავჩენკო ასევე აცხადებს, რომ ის გაიტაცეს და რუსეთში თავისი ნების წიანაღმდეგ გადაიყვანეს.

14-თვიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში სავჩენკო რამდენჯერმე გამოვიდა სიტყვით რუსული მართლმსაჯულების წინააღმდეგ და ასევე რამდენჯერმე დაიწყო შიმშილობა. პროტესტის ნიშნად ბოლო მოსმენაზე სავჩენკომ მოსამართლეს დემონსტრაციულად შუა თითი უჩვენა. განაჩენის კითხვისას სავჩენკოს მიერ უკრაინული სიმღერის ხმამაღალმა შესრულებამ მოსამართლე აიძულა შესვენება გამოეცხადებინა.

სავჩნკოს საქმეს დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა, მისი გათავისუფლების შესახებ რუსეთის პრეზიდენტს თვის დასაწყისში პრეზიდენტმა ობამამ მოუწოდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას დღეს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მზად არის სავჩენკო რუს სამხედროებში გაცვალოს.

XS
SM
MD
LG