ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებულ ახალ კადრებზე ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო კომპლექსი და იქ მიმდინარე სამუშაოებია აღბეჭდილი. ვაშინგტონში ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი გრძელი რადიუსის რაკეტის გამოცდისთვის ემზადება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამერიკა-კორეის ურთიერთობის კვლევის ცენტრის განცხადებით, ოთხშაბათს გადაღებულ ფოტოზე აღბეჭდილია სარადარო ტრეილერი და ჩანს გარკვეული სამუშაოების მიმდინარეობა გამშვები პუნქტის ახლოს. ოფიციალური ფხენიანი აცხადებს, რომ თანამგზავრის გაშვებას ჩრდილოეთ კორეის დამაარსებლის კიმ ირ სენის დაბადების 100 წლის იუბილის აღსანიშნავად გეგმავს.

XS
SM
MD
LG