ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიანმარი და ბანგლადეში როჰინგას დაბრუნებაზე შეთანხმდნენ


მიანმარმა და ბანგლადეშმა ხელი მოაწერეს შეთნხმებას, რომლითაც მიანმარიდან ბანგლადეშში გაქცეული ასობით ათასი როჰინგა სახლებს დაუბრუნდება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მიანმარის ხელისუფლება მზად არის ლტოლვილები, ბანგლადეშიდან გაგზავნის შემდეგ, უკან რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს.

მოვლენები ამ მიმართულებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებიდან მეორე დღეს განვითარდა, როდესაც რექს ტილერსონმა თქვა, რომ რახინის შტატში, მუსლიმი როჰინგას წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას ეთნიკური წმენდის ნიშნები ჰქონდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG