ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა მიანმარს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მიანმარის (ყოფილი ბირმა) შეიარაღებული ძალების მეთაურს ტელეფონით დაუკავშირდა. რექს ტილერსონმა შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში გაგრძელებული ძალადობის ფაქტების და ჰუმანიტარული კრიზისის გამო.

ამერიკა მიანმარს როჰინჯა მუსლიმების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ტილერსონმა დაგმო 25 აგვისტოს მათზე მიტანილი იერიში, რომელიც სახელმწიფოს უშიშროების ძალებმა განახორციელეს.

მას შემდეგ მიანმარი ნახევარ მილიონამდე როჰინჯა მუსლიმმა დატოვა. გაერო მომხდარს უმცირესობის წინააღმდეგ განხორციელებულ ეთნიკურ წმენდად აფასებს. დევნილების უმეტესობას ქალები და ბავშვები შეადგენენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG