ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუგაბე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა


ზიმბაბვეს ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მუგაბე, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამხედრო ძალებმა მას გადადგომა აიძულეს 2017 წელს.

მუგაბე ზიმბაბვეს 37 წლის განმავლობაში, 1980 წლიდან მართავდა, როცა ქვეყანამ დიდი ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

თავდაპირველად ის ქვეყნის მხსნელად მოიხსენიებოდა, თუმცა წლებთან ერთად მას ძალიან ხშირად ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, მათ შორის ოპონენტების ცემის, წამების და მკვლელობიისთვის აკრიტიკებდნენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG