ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი მალერის გამოძიების სრულ ანგარიშს ელოდება


ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ორშაბათს სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ის სრულიად გამართლებულია. ტრამპის განცხადება, წინ უსწრებს მალერის გამოძიების სრული, 400- გვერდიანი ანგარიშის გამოქვეყნებას. ვაშინგტონში ანგარიშის გამოქვეყნებას ამ კვირაში ელიან.

"ტვიტერზე" პრეზიდენტმა განაცახადა, რომ მალერმა უკვე მიიღო გადაწვეტილება, რომ არანაირ გარიგებას ან გამოძიებისთვის ხელის შეშლას ადგილი არ ქონია. ტრამპმა აღნიშნა, რომ ეს დანაშაულები 2016 წელს მისმა ოპონენტმა ჰილარი კლინტონმა ჩაიდინა. “გამოიძიეთ გამომძიებლები” - განაცხადა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".

გენერალური პროკურორი უილიამ ბარი მალერის ანგარიშის რედაქტირებულ ვერსიას ამ კვირაში გამოაქვეყნებს. მალერის გამოძიება 22 თვე გრძელდებოდა. ბარი ანგარიშიდან სავარაუდოდ პირადულ, საიდუმლო და კონფიდენციალურ ინფორმაციას არ გაასაჯაროვებს.

ბარმა მალერის გამოძიების ოთხგვერდიანი შეჯამება გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მალერმა დაასკვნა, რომ ტრამპი და მისი საარჩევნო გუნდი რუსეთს არ გარიგებია. თუმცა მალერს არ მიუღია გადაწყვეტილება ადგილი ქონდა თუ არა გამოძიებისთვის ხელის შეშლას. პროკურორმა ბარმა და გენერალური მდივნის მოადგილემ როდ როზენსტინმა გადაწყვეტილება თავად მიიღეს და დაასკვნეს, რომ სპეციალური გამოძიების დროს შემუშავებული სამხილი არ არის საკმარისი იმის დასასკვნელად, რომ პრეზიდენტმა მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა.

ბარმა, რომელიც თანამდებობაზე პრეზიდენტმა დანიშნა, განაცხადა, რომ მას სჯერა ამერიკის სადაზვერვო სამსახურები ტრამპის საარჩევნო გუნდის წინააღმდეგ ჯაშუშობდნენ და რომ ის საქმეს იწყებს იმის დასადგენად, თუ რა საფუძველი ქონდა სადაზვერვო სამსახურების ამ ქმედებას.

რაც შეეხება მალერის ანგარიშის გამოყენებას, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, სარა სანდერსმა კვირას, სააგენტო “ფოქს ნიუსთან” განაცხადა, რომ მისი აზრით, “მასალის გამოქვეყნება პრეზიდენტს არ დააზარალებს”.

კონგრესმენმა ჯეროლდ ნადლერმა, რომელიც წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის თავჯმდომარეა და ასევე იძიებს 2016 წლის არჩევნებს, “სი-ენ-ენთან საუბარში კვირას თქვა, რომ ბარმა მთლიანი ანგარიში და თანდართული სამხილები წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაცეს. თუმცა ბარი ყოყმანობს.

“კონგრესისა და იურიდიული კომიტეტისთვის იმ ინფორმაციის დაფარვა თუ რა არის მალერის ანგარიშში არასწორია”, - განაცხადა ნადლერმა.

ბარის, იუსტიციის დეპარტამენტის წამყვანი პირების და მალერის გუნდის გარდა არავინ იცის თუ რას ამბობს ანგარიში დეტალურად რუსეთთან კავშირების ან პრეზიდენტის მიერ გამოძიებიებისთვის ხელის შეშლის შესახებ.

ნადლერი აცხადებს, რომ ბარის გადაწვეტილება არ დასდოს ბრალი პრეზიდენტს, კრიტიკულად უნდა აღვიქვათ.

პრეზიდენტი ტრამპი თვეების განმავლობაში მალერის გამოძიებას, კუდიანებზე ნადირობად მოიხსენიებდა. თუმცა, მისი დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მალერმა ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო, როცა მას ბრალი არ წაუყენა.

უილიამ ბარმა განაცხადა, რომ ის შეეცდება ანგარიშის უმეტესი ნაწილის გამოქვეყნებას იმ ეპიზოდების გამოკლებით, რომელიც კონფიდენციალურ ჩვენებებს და სადაზვერვო წყაროებს მოიცავს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG