ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰოსნი მუბარაქი სასამართლოს წინაშე წარსდგა


ჰოსნი მუბარაქი სასამართლოს წინაშე წარსდგა

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი სასამართლოს წინაშე წარსდგა სამთვიანი შესვენების შემდეგ. მას ანტი-სამთავრობო დემონსტრაციებში მონაწილე ასობით ადამიანის მკვლელობას აბრალებენ.

ქაიროს სასამართლოში საწოლს მიჯაჭვული ჰოსნი მუბარაქი სასწრაფო დახმარების მანქანით მიიყვანეს. ექიმების განცხადებით 83 წლის მუბარაქს გული აწუხებს.

სასამართლოს შენობასთან მუბარაქის მომხრეთა და მოწინააღმდგეთა მცირერიცხოვანი მიტინგები გაიმართა.

ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო გამოსვლების დროს 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

XS
SM
MD
LG